პირადი ამანათის ძიების დროს გამოიყენეთ კურიერის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი ან სახელი და გვარი
ონლაინი მაღაზიიდან გამოწერილი ნივთის ძიების დროს გამოყენეთ თრექინგ კოდი
ამანათის დეკლარირება იმისათვის, რომ ამანათმა შეუფერხებლად გაიაროს საბაჟო პროცედურა, სავალდებულოა მოახდინოთ დეკლარირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი შეყოვნდება საბაჟოზე. ონლაინ დეკლარირება უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტ მაღაზიიდან მიიღებთ ამანათის „თრექინგ ნომერს“. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიამ არ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მაშინ დაელოდეთ ჩვენი კომპანიის შეტყობინებას, ამანათის ამერიკის ოფისში მისვლის შემდეგ გამოჩნდება“ თრექინგ ნომერი“ და ამის შემდეგ შეძლებთ დეკლარაციის შევსებას. დეკლარაციის შევსება ხდება ამერიკაში მიღებიდან გამოფრენამდე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დეკლარირება ან შესწორება შეუძლებელია. დეკლარირების პროცედურა მარტივია და შემდეგი საფეხურებისაგან შედგება: 1. გაიარეთ ვებგვერდზე ავტორიზაცია და გახსენით თქვენი ამანათების პანელი 2. დააწკაპეთ გრაფაზე „დეკლარირება“ 3. ეკრანზე გამოტანილი ველები შეავსეთ: ა) ინტერნეტ მაღაზიის სახელწოდება სადაც შეიძინეთ ნივთი; ბ) ამანათის შიგთავსის სახეობა; გ) პროდუქტის ღირებულება; დ) ატვირთეთ ელექტრონული ინვოისი და მიეცით შენახვა.
საკურიერო მომსახურება:
საკურიერო მომსახურებას შპს „მიქს შოპი“ ახორციელებს უფასოდ თბილისის მაშტაბით. მომსახურება ხორციელდება კვირაში ორჯერ, ამანათების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალ ცალკე. ეს შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეისზე მიღებულ ამანათებს.
ჩვენ გვაქვს კვირაში ორი რეისი. ამიტომ ამანათი ამერიკის საწყობიდან საქართველომდე ჩამოდის შვიდიდან ათ დღემდე
ფასი შეთანხმებით
წონას ვამრგვალებთ 100გ-მდე
ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალ ცალკე
რეგიონებში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით, ამანათი თბილისიდან რეგიონში ჩადის 2-დან 3-დღემდე
ყველაფერი მხოლოდ რეალური წონით, არანაირი მოცულობა
განსაკუთრებული ზომის ნივთებზე (1.5 სმ მეტი) დაგვიკავშირდით